საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.
ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…